"ინტერმა" რომელუ ლუკაკუ 80 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
26 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერიდან" "ინტერში" გადავიდა.

"ნერაძურიმ" ბელგიის ნაკრების თავდამსხმელს 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონი ევრო დაუნიშნა.

მილანურ კლუბს ლუკაკუს ტრანსფერი 80 მილიონი დაუჯდა.

მან "ინტერის" მაისურით სურათი გამოაქვეყნა და განაცხადა: "ინტერი" ყველასთვის არ არის, ამიტომ ვარ აქ".

ლუკაკუ 81 მატჩში გატანილი 48 გოლით ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

ასევე დაგაინტერესებთ