
"ინტერი" "მანჩესტერის" თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შეძენას ცდილობს.
"ტაიმსის" ცნობით, ნერიაძურიმ "მანიუს" ლუკაკუს ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ ინგლისური კლუბი 5 მილიონით მეტს ითხოვს.
რაც შეეხება ლუკაკუსთან პირად კონრაქტს, "ინტერი" მზადაა წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონი დაუნიშნოს.
გასულ სეზონში მან 45 მატჩში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"მანჩესტერმა" ლუკაკუ 2017 წელს "ევერტონისგან" 85 მილიონად იყიდა.