რონალდო: ფულის საჭიროება აღარ მაქვს - ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ თავის მოტივაციაზე ისაუბრა:

"ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობ, პირველ რიგში, გუნდთან ერთად გამარჯვებას, რამეთუ ეს მე ინდივიდუალურ ჯილდოებს შემძენს.

ასეთია ჩემი ყოველდღიური შრომა და ცხოვრება. მუდამ იმ აზრით ვიღვიძებ და ვვარჯიშობ, რომ რაღაცას მივაღწევ და არა უბრალოდ ფულის გამო.

მადლობა ღმერთს, ფულის საჭიროება აღარ მაქვს - ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უნდა ვიყო, მინდა კიდევ და კიდევ ყველაფერი მოვიგო", - განაცხადა პორტუგალიელმა DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ