კრიშტიანო რონალდო: რამდენი დახარჯა "ბარსამ" ბოლო 5 წელში? ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ესპანურ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათ შორის, "ბარსასაც" შეეხო.

"იქნება თუ არა ეს წელი "იუვენტუსის"? "იუვე", "ბარსა", "რეალი" ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგას ერთი ტრიუმფატორი ჰყავს. მაგალითად "ბარსელონას" მოვიყვან: კლუბმა ამდენი ფული დახარჯა ბოლო 5 წელში, მაგრამ ლიგის მოგება მაინც ვერ მოახერხა.

"იუვე" საკმაოდ გაძლიერდა. როგორც ყოველთვის, ეს გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუმცა გამარჯვება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული: ფეხბურთელებზე, შემთხვევით ამბებზე, ტრავმებზე, გამართლებაზე. გამუდმებით ვამბობ, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას. თუ ამ წელს ვერა, მომდევნო წელს მაინც,
რადგან გუნდი ეფექტურად მუშაობს. "იუვენტუსს" გამარჯვებისთვის ყველაფერი აქვს", - განაცხადა კრიშტიანომ.

უკანასკნელ 5 წელში კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო. გასულ სეზონში მადრიდის "რეალი" დატოვა და ტურინულ კლუბში გადავიდა, "იუვე" და კრიშტიანო კი ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. მათი დამარცხება ამსტერდამის "აიაქსმა" მოახერხა, რომელმაც 1/8-ფინალიდან მადრიდის "რეალი" გააგდო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსას ფეხბურთელების ლამაზ ცოლებს რომ საწოლში იწვენ შეიცოდე მათი ქმრები
reali
21:30 01-08-2019
3
კრისტინკა! ყველამ თქვენს ჯიბეს მიხედეთ რა??????
ლაშა
11:03 01-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული