რონალდო: ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ განაცხადა, რომ ყველა ტურნირზე მონაწილეობის სურვილი არა აქვს.

"ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში ვითამაშებდი - პორტუგალიის ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთი შეხვედრები მოტივაციას მძენს, ვინაიდან მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მიყვარს რთულ ატმოსფეროში, ზეწოლისას ასპარეზობა.

თუმცა, ცხადია, პროფესიონალი უნდა იყო და შენი ყოველდღიური სამუშაო კეთილსინდისიერად შეასრულო; პატივი სცე ოჯახს, კლუბს, რომლის ღირსებასაც იცავ და რომელიც ხელფასს გიხდის.

ამიტომ აუცილებელია ყველაფერი შესაძლებელი გააკეთო", - ციტირებს რონალდოს "ფრანს ფუტბოლი".

ასევე დაგაინტერესებთ