Corriere dello Sport: "ოქროს ბურთს" რონალდოს გადასცემენ, ორგანიზატორები ტურინში ნახეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 2019 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდება, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.

წყაროს ცნობით, ტურინში გამოცემა France Football-ის წარმომადგენლები შენიშნეს, რომლებიც ყოველწლიურ ჯილდოს გადასცემენ.

ფრანგული გამოცემის დელეგაციამ პორტუგალიელთან და კლუბის სპორტულ დირექტორთან, ფაბიო პარატიჩისთან ისადილა.

შესაძლოა, მათ ინტერვიუც კი ჩაწერეს, რომელიც მისი გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ გამოცხადდება.

"ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა პარიზში 2 დეკემბერს გაიმართება.

აღნიშნული ჯილდო 1956 წლის შემდეგ წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. პირველად ეს ჯილდო ინგლისელმა სტენლი მეთიუზმა მიიღო.

34
წლის კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ასევე, ერთა ლიგა მოიგო პორტუგალიასთან ერთად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ ვერ ვიტან უსამართლოდ გაღმერთებას.ხალხს მსოფლიოები აქვთ მოგებული ზოგს ორორჯერ მსოფლიოს ფინალებში ვაჟკაცურად უბრძოლიათ, ულამაზესი ბურთები აქვთ გატანილი და თურმე მესი ისტორიაში საუკეთესო ყოფილა,იმიტომ რომ უსუსტეს გუნდებთან ბურთები გააქვს.ბოლო 4 წელიწადია ბარსას ჩ.ლ. ვერ მოუგია ხოლო არგენტინის ნაკრებში სადაც მარადონა ბრწყინავდა, მესი საერთოდ კატასტროფაა.
ნამუსიც კაი საქონელია
15:57 29-10-2019
2
ეს არანორმალური მესისტების გულისგასახეთქადაა დაწერილი.სინამდვილეში ვან დეიკს ეკუთვნის როგორც ჩ.ლ-ის გამარჯვებულს და ყველაზე ძლიერ პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს.ისე მესიზე მეტად რონალდუს ეკუთვნის ლიგის ნაციის გამარჯვებისათვის და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში ატლეტიკოსთან და შვეიცარიის ძლიერ ნაკრებთან ჰეტრიკის გაკეთებისთვის.მესის არცერთი მნიშვნელოვანი თამაში არ მოუგია.იქნებ ვცდები და შემახსენოდ.
ამაშია საქმე
14:47 29-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული