რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს

AutoSharing Option
გუშინ, 14 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურში გენიუს "სამპდორიამ" "ჯენოას" 1:0 მოუგო და ეს კლაუდიო რანიერისთვის ისტორიული დერბი გამოდგა.

68 წლის სპეციალისტი იტალიაში 4 დერბიში წვრთნიდა გუნდს: გენუის, მილანურ ("ინტერის" მწვრთნელი), ტურინულ ("იუვენტუსის" მწვრთნელი) და რომაულ ("რომას" მწვრთნელი).

რანიერი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც იტალიაში გუნდი 4 დერბიში სათამაშოდ გაიყვანა და არცერთხელ არ წაუგია თამაში და ერთხელ მაინც მოახერხა შეხვედრის მოგება.

აღსანიშნავია, რომ რანიერის დერბიში არც ესპანეთში მუშაობის დროს წაუგია, იქ იტალიელი "ვალენსიასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" წვრთნიდა.