
მისი თქმით, რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.
"ნაპოლის" ვულოცავ, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა.
ჩემი საქმე შესრულებული იქნება, თუ "კალიარი" სერია A-ში დარჩება", - განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "კალიარი" 13 ქულით მე-16 პოზიციაზეა.