დანიელ მალდინი: კორონავირუსი დავამარცხე

AutoSharing Option
ხელმომწერებთან "ინსტაგრამზე" ურთიერთობისას "მილანის" ნახევარმცველმა დანიელ მალდინიმ თავისი ჯანმმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"მე ყველაფერი კარგად მაქვს. COVID-19-ის არავითარი სიმპტომი აღარ მაქვს, კორონავირუსი დავამარცხე. ინდივიდუალურად ვარჯიშიც დავიწყე.

"ადრე ჩემზე დიდ გავლენას ბაბუა, ჩეზარე მალდინი ახდენდა, ახლა კი მამა, პაოლო მალდინი. თუმცა, ხანდახან მათთან შედარების გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი. ახლა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეხმარება, მისი რჩევები ძალიან სასარგებლოა", - ციტირებს დანიელ მალდინის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული