დე ლიხტი: რონალდო თავის თაობის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი მატეის დე ლიხტი აღფრთოვანებულია პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუთი.

"რონალდო - თავის თაობის საუკეთესო ფეხბურთელი და ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ადამიანია.

მის თამაშს, როცა ვუყურებ პროგრესირების სურვილი მიჩნდება. განსაკუთრებული და გამორჩეული ენერგიით ვარჯიშობს, რთულია დაიჯეროთ, რომ ის ნამდვილად 35 წლისაა.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ბევრი ძლიერი ბიჭია. ყველაზე მხიარულები - სამხრეთ ამერიკელები არიან. რონალდუს გარდა გავოცდი დიბალათი და ბენტაკურით. ორივე მათგანს განსაკუთრებული ტექნიკა აქვთ.

როდრიგოს ხშირად არ აფასებენ, მაგამ მას დიდი მომავალი ელოდება." - ისაუბრა დე ლიხტმა Tuttosport-თან.

ასევე დაგაინტერესებთ