როგორც ბავშვი ტკბილეულობის მაღაზიაში, იქ შესვლისას თავი ასე ვიგრძენი - დე ლიხტი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა მატიას დე ლიხტმა ის ემოციები გაიხსენა, რაც იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ დაეუფლა.

"იუვენტუსში" მითხრეს: "ყველაფერი კარგადაა, შენ ახალგაზრდა ხარ, თუმცა ჩვენ იმიტომ გვინდა შენი ყიდვა, რომ შენ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი ხარ და იცი, როგორ გაუძლო ზეწოლას".

არც ის დაუმალავთ, რომ 19 წლის ბიჭისთვის უცხო ქვეყანაში გადასვლა ადვილი არ იქნებოდა: "ბუნებრივია, რთული იქნება, თუმცა შენი გვჯერა და ვთვლით, რომ შენ თავს კომფორტულად მალე იგრძნობ".

ეჭვგარეშეა, როცა პირველად შევედი გასახდელში, ისე ვიყავი, როგორც ბავშვია ტკბილეულობის მაღაზიაში: "
ეს ბუფონია, ეს კი - რონალდო".

თავიდან იცით, როგორ ხარ? აი, "ეს ვინა არის, ის ვინაა, ეს საერთოდ რა არის?" თუმცა 2 თვის შემდეგ უკვე ვიგრძენი, რომ შემეძლო ნამდვილი მე ვყოფილიყავი", - განაცხადა ნიდერლანდელმა მცველმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული