გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"

AutoSharing Option
სერია B-ში გადასული "მონცას" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ თავისი გუნდის გეგმებზე ისაუბრა.

"ვისაც სწამს და იბრძვის, აუცილებლად იმარჯვებს. ჩვენი მიზანი სერია A-ში გადასვლა და იქ დამკვიდრებაა.

მე "მილანის" გულშემატივარი ვარ, თუმცა დედამ 5 წლის ასაკში "მონცას" საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა და აი, უკვე 70 წელია ამ გუნდს ვქომაგობ. ამასთან, ვოცნებობ, რომ "მონცა" "მილანის" მსგავსი გახდეს. ჩვენი მოდელი კი "ატალანტაა", - განუცხადა გალიანიმ "მედიასეტს" "მონცას" ახალი ფორმის პრეზენტაციისას.

"მონცას" სერია A-ში გადასვლის სურვილის შესახებ ადრე კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმაც განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული