რონალდო არსად არ იყო ლიდერი" - ამბობს ექსიუვენტუსელი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ამავე გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა მასიმო მაურომ გააკრიტიკა.

"რონალდო სადაც თამაშობდა, არასოდეს არსად არ იყო ლიდერი და არც იქნება. მისთვის შემოსავალი გუნდის წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

კრიშტიანო პარტნიორებს წინ არ მიუძღვის, გოლის გასატანად ყოველთვის მათგან ბურთის მიღება უნდა. ძლიერი ინდივიდუალისტია, მაგრამ არა გუნდური მოთამაშე.

თუ შედეგებზე ვიმსჯელებთ, "იუვენტუსი" მასთან ერთად უკეთესი ვერ გახდა, ვიდრე იქამდე იყო. ჩემპიონთა ლიგაზე უარესადაც კი იასპარეზეს. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება მასთან განშორება იქნება", - განუცხადა მაურომ "გაძეტა დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძნელია არ დაეთანხმო, ფულის გამო გადავიდა იუვეში და სამაგიეროდ მეექვსე ოქროს ბურთი დაკარგა, რომელიც მოდრიჩმა აიღო, არა და ფული არც რეალში არ აკლდა
მამუკა
13 აპრილი 2021 20:57
21
ფულის კი მარა მესის გულზე გადავიდა და ეგ პირდაპირ წამოაძახეს კიდეც. ლიგას იტალიაშიც თუ მოვიგებო ოქროს ბურთსაც ზედ მივაყოლებო და საერთოდ დავმარხავო რა მესის. ვაფშე იმპერატორი გავხდებიო, ისაო ესაო მარა რა გამოვიდა ქე ნახეს. და ისიც კარგად გამოჩნდა რომ იქ რეალში მარსელოები და სერხიო რამოსები აგებინებდნენ ლიგებს
Zangi).
14 აპრილი 2021 01:39
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული