მხითარიანმა მალე შეიძლება "რომა" დატოვოს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მიუხედავად ახლახან გახანგრძლივებული კონტრაქტისა, ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა შეიძლება "რომა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, 32 წლის მხითარიანი უკმაყოფილოა მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიერ დასახული ამოცანებით, რომელთა გამო შეტევაში თავის წარმოჩენა არ შეუძლია.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ ის რუსულ კლუბებში პოპულარობით სარგებლობს და არაა გამორიცხული, ზამთარში "რომასთან" კონტრაქტი გაწყვიტოს.

ამ სეზონში ჰენრიხმა 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.