"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ფანებს დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე სწრაფი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონთან ახლოს, სადაც "ფიორე" საშინაო მატჩებს ატარებს, გულშემატკივრებმა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

ბანერებზე წერია: "პატივისცემა გოლების გატანით არ მოიპოვება. ვლაჰოვიჩი დედა***ლი კუზიანია (ანუ gobbi, "იუვენტუსის" ფეხბურთელებისა და ფანების მეტსახელი); "შენი დაცვა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს. ნაბ***რო ციგანო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია!"; "მალე შევხვდებით, ხიფათის მოყვარე ბიჭუნა!"; "ვლაჰოვიჩი ნაბი***რი ციგანია!"

Sportall.Ge

იტალიური გამოცემების მიხედვით, დიდი  შანსია, უახლოეს საათებში სერბმა თავ
დამსხმელმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმოს. ვლაჰოვიჩი "ფიორენტინაში" მეოთხე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია goal.com/it/-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ფიორეს ფანებს მაგარი ამბიცია ქონდათ ყოველთვის :) როგორც წესი რომელიმე გუნდის ფანებს უარყოფითი რეაქცია დაახლოებით თანაბარი დონის ძირითად მეტოოქეებში ფეხბურთელის გაქცევაზე აქვთ ხოლმე (რეალი/ბარსა, ინტერი/მილანი და ა.შ.). იუვესადმი ფიორენტინას დამოკიდებულება იმას გავს, პატარა ბავშვი გამეტებით რომ ცდილობს ფეხი მოარტყას დიდს, რომელსაც ის შუბლით უჭირავს და იცინის :))
შეტევა
22:51 02-02-2022
0
ფანების უმრაველსობა როგორც წესი განუვითარებელი სასტავია-ს

რა თქმა უნდა დასაგმობია ასეთი რამ ფეხბურთელის მიმართ და არა მარტო ფეხბურთელის მიმართ. ეს ხომ სპორტია და არა ომი? მარა რადგან შუა ევროპაში ხდება ეს ფაქტი, არ ნიშნავს რომ აქ გასასამართლებლად გამოდგება. აი იქ ხდება და მოდი აქაც მოხდესო. იქ ბევრი სხვა რამ ძალიან კარგიც ხდება...რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდება. მარა ყველა ადამიანის უფლებას პატივი უნდა ვცეთ და არ ვიმართლოთ იმით თავი რომ სადმე სხვაგანაც ხდება. ჩვენ ჩვენს მივხედოთ და ყველამ თავისას. უფლება დამცველები კი იმიტომ არსებობენ რომ ყველაფერზე რეაგირება მოახდინო და ჩვენი საკრიტიკო არაფერი აქვთ. არც აქ არის ომი რომ მათი კრიტიკა მოღალატედ აღიქვას ვინმემ. ყველაფერ ცუდზე უნდა ვიყვიროთ ყველამ რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ უფრო უკეთესები. არ უნდა ეძებო ნაცი და ქოცი რაც დასაგმობია უნდა დაგმო. აგერ მეტროში ბიჭი კინაღამ მოკლა პოლიციელმა, ახლა ისევ ნაცების კუდს მონახავენ. ყველაფერის პოლიტიკაში გარევა სირცხვილია. მე პირადად მეტროს კადრების ბევრჯერ ნახვისას დამიმძიმდა გული.
G.LA
16:49 25-01-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული