გადავა თუ არა რონალდო "ნაპოლიში"? - მენდეში "ჩელსისაც" დაუკავშირდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია - The Independent-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელის თანამემამულე აგენტი ჟორჟე მენდეში ბოლოს და ბოლოს კონკრეტული წინადადებით მიმართავს ნეაპოლურ კლუბს, რათა რონალდო "ნაპოლიში" გადაბარგდეს, ვიქტორ ოსიმენი კი - "მანჩესტერში".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანკუნიანელები მზად არიან, კრიშტიანოს ხელფასის 85% იმ შემთხვევაში გადაუხადონ, თუ ოსიმენს 100 მილიონ ევროდ მიჰყიდიან, მაგრამ "ნაპოლი" 130 მილიონს ითხოვს.

გამოცემის ცნობით, მენდეში რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით "ჩელსის" დაუკავშირდა, რომლის მწვრთნელ თომას ტუხელს ვეტერანის დამატება არ უნდა.