ჯგუფში "ბარსელონას" ჩატოვების მიუხედავად, შესაძლოა, ინძაგი მაინც გადააყენონ

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ინტერი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის გათავისუფლების ვარიანტს განიხილავს.

"ნერაძურის" ბოსები უახლოეს მომავალში კლუბის დამრიგებელს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკებიან.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" ბოლო პერიოდში კარგად იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "ბარსელონაც" ჩატოვა, თუმცა სერია A-ს ბოლო ტურში "იუვენტუსთან" საგარეო მარცხმა (0:2) ინძაგის სამსახური კვლავ კითხვის ქვეშ დააყენა.
ასევე დაგაინტერესებთ