"ნაპოლისგან" ამას არ ველოდი" - "მილანის" კაპიტანი "პარტენოპეის" შესახებ

AutoSharing Option
"მილანის" კაპიტანი დავიდე კალაბრია მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ასეთ კარგ ასპარეზობას არ ელოდა. 26 წლის მცველისთვის მოულოდნელია ის დიდი ქულათა სხვაობა, რაც "როსონერის" "პარტენოპეისთან" აქვს.

"არ მოველოდი, თუ ჩემპიონატს ასე დავიწყებდით და ლიდერს ამდენი ქულით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ "ნაპოლის" მართლაც წარმოუდგენლად მაგარი სეზონი აქვს.

იანვარში მათ კონკურენტებთან ბევრი შეხვედრა აქვთ და ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მიზანი უცვლელია - გამარჯვება გვსურს, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ამის მიღწევა გაცილებით რთულია", - ციტირებს კალაბრიას pianetamilan.it.

alt"ნაპოლიში" კვარაცხელიას მიმყვანი ჯუნტოლი შესაძლოა, ერთ-ერთი გრანდის სპორტულ დირექტორად

დაინიშნოს
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა. რა როსონერი, რა პარტენოპეი. ჩვენ ხომ არ ვართ ვალდებული ეს სახელები ვიცოდთ, ან ყველანი იტალიაზე ჩაციკლულები ხომ არ ვართ. უბრალოდ დაწერეთ გასაგებად. კიდევ უფრო მეტ პატივს გცემთ.
კაირა
14:57 13-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული