ოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

AutoSharing Option
La Gazzetta Dello sport-ის ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ემპოლის" კარის დალაშქვრის შემდეგ, "ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა 130 000 ევრო გამოიმუშავა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეისთან" კონტრაქტში საბონუსე პუნქტი აქვს ჩადებული. მას ტოსკანელთა კარში ბურთის შეგდებით ყველა ტურნირზე 21 გოლი მოუგროვდა, რითაც ბონუსების პირველი პუნქტი დააკმაყოფილა. შრომით ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუ ვიქტორი 20+ გოლს გაიტანდა, 130 000 ევროს მიიღებდა.

მსგავსი საბონუსე ხელშეკრულება აქვს ოსიმენს 25+ და 30+ ბურთებზე, რაც დამატებით თანხის გამომუშავებას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ