"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "ლივერპულს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ქართველ ფეხბურთელს მე-20 წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.

"პინტურიკიომ" ხვიჩას გაუქმებული გოლი სირცხვილად მიიჩნია და თქვა, რომ ქართველმა ულამაზესი დარტყმა შეასრულა.

"ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს", -
თქვა დელ პიერომ. 

altლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
თან როცა ასეთ გოლს აუქმებს,პენალს არ დებს,მერე უფრთხილებ ცენტრალურ მცველს როცა შეგიძლია სიტყვიერი გაფრთხილებაც მისცე ბარემ გადავიცვი წითელი მაიკა და პასსაც მოგცემენ რო დარბიხარ შვიშტოკით
Levani
15:07 06-03-2025
0
ინგლისური გავლენებია: მსაჯობა მიკერძოებული!!...
კობა
14:31 06-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული