"იუვენტუსს" შეიძლება კიდევ 15-25 ქულა ჩამოაკლონ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მაქინაციების საქმეზე გამოძიება გრძელდება და გუნდი შეიძლება კიდევ დასაჯონ, - ამის თაობაზე ინფორმაციას "კორიერე დელო სპორტი" ავრცელებს.

"იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა უკვე ჩამოაკლეს და გამოცემის ცნობით, არაა გამორიცხული, 15-25 კიდევ ჩამოაკლონ.

ბრალდების მხარე ტურინული კლუბის საეჭვო პარტნიორული შეთანხმებების საკითხის განხილვას მოითხოვს და თუ დანაშაული დადასტურდა, მორიგი სასჯელი გარდაუვალი გახდება.

ტეგები: