"ვიქტორი ჰოლანსაც სჯობს" - ოსიმენის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა ანდრეა დ'ამიკომ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

"ოსიმენი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია, ჰოლანზე ძლიერიც კი. სატრანსფერო გადაწყვეტილებას კი უშუალოდ სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

შემოთავაზებების ნაკლებობას არ განვიცდით, განსაკუთრებით ეს პრემიერლიგას ეხება. არ უნდა გამოირიცხოს პსჟ-ის ვარიანტი, რომელსაც ალბათ ზაფხულში შემტევები დატოვებენ.

ჩემი აზრით, მესის კარიერის აშშ-ში გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ", - თქვა დ'ამიკომ.
ასევე დაგაინტერესებთ