"ნაპოლის" მეკარეს "ტოტენჰემი" ეპატიჟება

AutoSharing Option
football365 იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" 27 წლის მეკარის, ალექს მერეტის შეძენას "ტოტენჰემი" აპირებს, რომელსაც 37 წლის უგო ლორისის შემცვლელი სჭირდება.

მერეტი "ნაპოლიმ" 2018 წელს "უდინეზესგან" 22 მილიონ ევროდ შეიძინა. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონია, ნეაპოლური კლუბი კი 40 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

26 წლის მერეტმა ამ სეზონში 37 მატჩში 29 გოლი გაუშვა და "ტოტენჰემი" ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისი გასხვისების წინააღმდეგი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ