"ჩემი "ნაპოლიში" ყოფნის პირველივე დღიდან, სკუდეტოს მოსაგებად თავს არ ვზოგავდით. საბოლოოდ ეს გამოგვივიდა.
სპალეტიზე ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით: ერთხელ საწვრთნელ ბაზაზე მივედი. შოკირებული დავრჩი, ლუჩანოს იქ ეძინა. მისნაირ სპეციალისტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მდიდრულ სახლში იცხოვროს, თუმცა სპალეტის ერთ პატარა ოთახში ეძინა", - განაცხადა ელმასმა.
შეგახსენებთ, 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლიმ" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო.
"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი
სპალეტის სიხარულის და სიმწრის ცრემლები "მარადონაზე" - რა იხილა გუშინ ლუჩანომ?