ოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალ
ისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უზრდელია და დასასჯელი. თავში უვარდებათ ა ფეხბურთელებს. ყველა მილიონერია და ასე იქცევიან. რა უფლება გაქვს ხელი ჰკრა უფროს კაცს, კაცს რომელმაც კაცად გაქცია? ამპარტავნებას საზღვარი არა აქვს. ამიტომაა რაგბი გამორჩეული სპორტი. ხელს აუქნევ და " დავაი დასვიდანია", თუ მანამდე თავ=ყბა არ დაგალეწეს))
რეზო
22 მაისი 2023 12:04
5
ოსიმენი მართლა შესაცვლელი იყო, აი კიმი, რო გაიყვანა კინაღამ დაისაჯნენ მაგის გამო
გოგა
22 მაისი 2023 10:41
2
სპალეტის წასვლა შეიძლება წაადგეს ხვიჩას. ახალმა მწვრთნელმა იქნებ მეტი თავისუფლება მისცეს და კუთხურის ალამს არ მიაჯაჭვოს სპალეტივით.
ზ7
22 მაისი 2023 11:50
3
კაცს ორი გოლი აკლდება მორიგ ბონუსამდე და გაუბრაზდებოდა, აბა რას იზამდა:-)))
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
22 მაისი 2023 10:58
2
ესე რომ კვარაცხელია მოქცეულიყო იტალიაში ერთ ამბავს ატეხავდნენ!!!!!
!!!
22 მაისი 2023 14:41
3
ეტყობა დე ლაურენტისმა ნახა სპორტალ.ჯიზე კომენტარები, სადაც ეწერა რო კვარა სპალეტის ხელში მეტს ვერ განვითარდებაო და ათავისუფლებს ლუჩიანო ბიძიას. :დ
ქუთაისელი
22 მაისი 2023 15:30
3
შემდეგი თამაშში ზამენაზე უნდა დააყენოს ამას თუ არ იზავს მის რეპუტაციაზე აისახება
Ioseb
22 მაისი 2023 13:40
2
ოსიკომ ძაან აურია,ვგონებ უკვე პსჟ-შია გონებით
Gomako
22 მაისი 2023 14:16
2
ჩემპიონატში 25 გოლი თუ გაიტანა,ოსიმენი დამატებით ბონუსს მიიღებს,კონტრაქტის მიხედვით.სწორედ ამ ბონუსისათვის იბრძვის და არ უნდოდა,მოედნის დატოვება.ინტერი გაძლებაზე იყო და იმედი ჰქონდა,გოლის გატანის.
სოსო
22 მაისი 2023 16:48
0
არ ვიცი რა იქნება მომავალ სეზონში რადგან კიმს ყიდის თუ მისი დონის არ იყიდა ნაპოლის დაცვა არაფერი იქნება ოსის კი უკვე პსჟ უტრიალებს თავში .
dato
22 მაისი 2023 15:43
0
სხვა მწვრთნელი მასეთი საქციელის გამო დასჯიდა
gio
22 მაისი 2023 18:52
2

სიახლეები პოპულარული