"ნაპოლიმ" ლოსანოს შემცვლელი იჯარით აიყვანა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "აინტრახტის" 23 წლის გარემარბი იესპერ ლინდსტრემი ინათხოვრა, იჯარა 5 მილიონი ევრო დაუჯდება, გაისად კი ვალდებული იქნება, კონტრაქტი 20 მილიონად გამოისყიდოს.

ნეაპოლურ გუნდში მან ირვინ ლოსანო უნდა შეცვალოს, რომელიც პსვ-ში ბრუნდება.

Transfermarkt-ის მიხედვით, ლინდსტრემის ფასი 28 მილიონი ევროა. მას დანიის ნაკრებში 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.