დე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას, ამა წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შეხვდა.

მხარეებმა ოსიმენის 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს. ნიგერიელის წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევროა და პრეზიდენტი მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს; აგრეთვე - ახალ ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომლის მიხედვით, მისი გამოსასყიდი ფასი 130-140 მილიონი იქნება. მოლაპარაკებები შეიძლება ხვალ გაგრძელდეს.

ამ სეზონში ვიქტორმა სერია A-ს 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.