სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ

AutoSharing Option
უეფა ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს მიმართავს და მასთან ბრძოლას ეროვნული ფედერაციების მეშვეობით აპირებს.

Calcio e Finanza-ს ცნობით, გასულ კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალი სეზონისთვის ლიცენზირების ახალი სისტემა დაამტკიცა. კერძოდ, კლუბებმა 2024 წლის 4 ივნისამდე განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ არ მიიღებენ იმ ტურნირებში მონაწილეობას, რომლებსაც ფიფასა და უეფას მიერ არაღიარებული ორგანიზაციები ჩაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიცენზიის გარეშე დარჩებიან და სერია A-ში ვერ იასპარეზებენ.

იტალიური კლუბებიდან გასაგები მიზეზების გამო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი მხოლოდ "იუვენტუსმა" შეიკავა, "ნაპოლის" პრეზიდენტი
აურელიო დე ლაურენტისი კი სუპერლიგის შექმნას მიესალმა და საკუთარი ფორმატი და რეგლამენტიც კი შესთავაზა.

ევროსასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ სუპერლიგის პროექტის წინააღმდეგ თავისი უარყოფითი პოზიცია ტოპ 5 ლიგის 21-მა კლუბმა გამოხატა და ქაღალდზე  არსებულ ტურნირზე ოფიციალურად ორი სუბიექტია - "რეალი" და "ბარსელონა".

ასევე დაგაინტერესებთ