"ისე, როგორც ეს "ლეიკერსის" თამაშებზე ხდება" - დე ლაურენტისი სერია A-ს მესვეურებს გამაოგნებელ იდეას სთავაზობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ჩემპიონატის მესვეურებს სერია E-ს შექმნას სთავაზობს. კინოპროდიუსერმა ამის შესახებ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მაქვს იდეა, რომ შეიქმნას სერია E, სადაც თავს იტალიის 14 გუნდი მოიყრის. რა სარგებელი ექნება ამ ჩემპიონატს?

სტადიონებზე მაყურებელთა რაოდენობა ბევრად გაიზრდება. შანსი უნდა მიეცეს ისეთ გუნდს, როგორიც "პალერმოა", რადგან ამ ქალაქში მილიონზე მეტი მცხოვრებია და მათი მატჩებისას ტრიბუნები მუდამ სავსეა.

მაგალითი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან უნდა ავიღოთ. შეხედეთ "ლეიკერსის" თამაშებს, თუ რამდენი ხალხი დადის მათ მატჩებზე", - განაცხადა დე
ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ში ამჟამად 20 გუნდი ასპარეზობს.

altვინ შეცვლის ელმასს? - დე ლაურენტისი 5 ფეხბურთელს აკვირდება

alt"ამ მომენტში მივხვდი, რომ გარსიას მოყვანა შეცდომა იყო... ელმასი უკვე გაყიდულია" - დე ლაურენტისის ვრცელი ინტერვიუ

altდე ლაურენტისი "ბარსელონასთან" დაპირისპირებას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 2 /
აზრი?
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული