"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა "ნერაძურის" ამჟამინდელ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს შეურაცხყოფა მიაყენა და მას იდიოტი უწოდა.

ვეტერან ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "სან სიროზე" მისი თანამემამულე ალექსის სანჩესის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. 

"ალექსის, თუ მისმენ, გთხოვ, სასწრაფოდ დატოვე "ინტერი"! ამ გუნდში ის არასდროს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სანჩესი ძალიან ჯიუტია.

ის უნდა წასულიყო კლუბში, სადაც თამაშით სიამოვნებას მიიღებდა, სადაც ხალხის სიყვარულს იგრძნობდა.

ვგიჟდები, როდესაც ვხედავ, როგორ თამაშობს ეს იდიოტი მხითარიანი სანჩესის ნაცვლად, ჩემს თანამემამულეს კი მხოლოდ 9 წუთს აძლევენ.

ალექსისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვიცი,
რომ ის მაშინაა ბედნიერი, როდესაც თამაშობს და შესაბამისად, ის ახლა ბედნიერი ვერ იქნება.

სიამოვნებით ვიხილავდი "რივერში". თანაგუნდელები მასზე უკეთესები არ არიან, მაგრამ მწვრთნელს სანჩესი უბრალოდ არ სურს", - ციტირებს ვიდალს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არადა არტურო ვიდალი სომეხი არის... ეს რა შარში გაყავი თავი არტურ-ჯან ვააააააა!!
axpera
08 იანვარი 2024 22:40
12
და სომხური დიასპორა რას ამბობს მაგიზა ? PP
zura222
08 იანვარი 2024 21:37
5
მხითო ჭკვიანი ფეხბურთელია, ვიდალი იდიოტი მოედანზე ნამდვილად იყო. სად მხითარიანი პოზიციის სად მხითარიანი.
ბარსაში ამას რა უნდოდა
08 იანვარი 2024 20:40
9
ამ ეტაპზე მხითარიანი სანჩესზე უკეთესია.
გენა
08 იანვარი 2024 20:08
8
ეს მართლა იდიოტი ყოფილა,მხითარიანის თამაშს,მწვრთნელის ნაცვლად,ფეხბურთელს რომ აბრალებს.ამ საიტზე,ლადო დვალიშვილს რომ აგინებდნენ,რატომ თამაშობს,ნაკრებშიო,იმას ჰგავს,ეს ამბავი.ლადოსაც უძახდნენ და რაც შეეძლო,ისიც თამაშობდა.უარი რომ ეთქვა,ნაკრებში თამაში არ სდომებიაო,ახლა იმაზე დაუწყებდნენ,გინებას.ისე,სომხურ საიტებზე,ახლა ამბები იქნება,დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში,ისეთი.ჩვენგან განსხვავებით,მხითარიანის დამცირებას,სომხები არავის გაუტარებენ და ძალიანაც კარგად მოიქცევიან.შენიანი,ყოველთვის უნდა დაიცვა,უცხოსაგან.
სოსო
08 იანვარი 2024 18:24
13
ჯიგარი ხარ ვიდალ
სიმართლე
08 იანვარი 2024 17:49
29
ვიდალი შენისთანა პელავია !
სიმართლე s
08 იანვარი 2024 18:52
10
ბაბო "ა--მ" ვლად, "ქ---მ"/"ჩ---მ" ვიდალ "ჩ----ხ"!
ჰაოს
08 იანვარი 2024 17:29
8

სიახლეები პოპულარული