კალცონა მომდევნო სეზონშიც "ნაპოლიში"? - რას ამბობენ იტალიაში "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელის მომავალზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, იტალიაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ თუ "პარტენოპეიმ" კარგი სვლა გააგრძელა, შესაძლებელია მომდევნო სეზონშიც მწვრთნელი კვლავ კალცონა იყოს.

ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში განაცხადა:

"ყველამ კარგად დავინახეთ, რომ "ნაპოლიმ" კვლავ წინ სირბილი დაიწყო და შემტევ ფაზაში ბევრი ფეხბურთელი იყო მომენტის დასაგვირგვინებლად.

ეს იდეები უკვე წარსულში დატოვებული გვეგონა. იმედი მაქვს,
"პარტენოპეი" ან სვლას გააგრძელებს.

თუ "ნაპოლიმ" კარგი შედეგები აჩვენა, რატომ არ უნდა იყოს კალცონა მომდევნო სეზონშიც მთავარი მწვრთნელი?!

ზოგჯერ, დიდი სახელების მქონე ადამიანებს გუნდების დამოძღვრა კარგად არ გამოსდით", - თქვა დელ ჯენიომ.
ასევე დაგაინტერესებთ