შესნიც არაბეთში - პოლონელი მალე ახალ გუნდს შეუერთდება

AutoSharing Option
football-italia-ს ცნობით, "იუვენტუსის" მეკარე ვოიცეხ შესნი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს და "ალ-ნასრისთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ამ დროის განმავლობაში პოლონელი კიპერი 19 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

არაბები "ვეკია სინიორას" 34 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.