"ნაპოლიმ" "ინტერთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ანგისა და ნერესი ვერ დაეხმარნენ, საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ ქულები გაიყო - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები საჯარიმოდან გატანილი ლამაზი გოლით დიმარკომ დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ და სადებიუტო გოლით ანგარიში ბილინგმა გაათანაბრა.

ნეაპოლურმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

58 ქულით ლიდერი „ინტერია“, 57 ქულით მეორე ადგილზე „ნაპოლია“, 55 ქულით მესამე პოზიციაზე კი „ატალანტაა“.

„ნაპოლი“ 9 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ მომდევნო მატჩს 5 მარტს ჩაატარებს -
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში როტერდამში „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ინტერი 1:1
გოლები: 0:1 დიმარკო (22), 1:1 ბილინგი (87)

alt"ნაპოლი" "კვარას" გაყიდვით სწორად მოიქცა" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი

მკითხველის კომენტარები / 2 /
სერია,A ტოპ5-ში აღარ უნდა შედიოდეს, ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი აღარ თამაშობს.
თედორე
07:01 02-03-2025
9
იტალიური კლასიკა, 1-1. კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელების ადგილი აქ არაა. სპალეტის დროის ნაპოლი არ იყო იტალიური, მაგრამ კონტე და ნაღდი იტალია ესაა.
nika
00:02 02-03-2025
17

სიახლეები პოპულარული