პელე: ბრაზილიის ნაკრები გუნდი არაა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ ბრაზილიის ნაკრების შესახებ აზრი გამოთქვა.

"ტიტეს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მხოლოდ ერთზე ვნერვიულობ: მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ჩვენ კი ჯერაც არ გვყავს შესაფერისი გუნდი. ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელი კარგია, მაგრამ ჩვენ გუნდი არ ვართ.

ნეიმარი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. დღეისთვის ის უფრო დაღვინებულია, მას მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ მარტო ის მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოიგებს. მხოლოდ გუნდები იგებენ მსოფლიოს თასს", - აღნიშნა პელემ.

altბრაზილიამ ხორვატია 2:0 დაამარცხა, ნეიმარმა გოლი გაიტანა [VIDEO]


მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პელე ლეგენდა არაა, პელე მეფეა...
goga
11:33 08-06-2018
0

სიახლეები პოპულარული