
მექსიკამ მსოფლიოს ჩემპიონს ტოლი არაფერში არ დაუდო, მაღალ ტემპში თამაშში აყვა, ფლანგებზეც შეუზღუდა მოქმედება და სწრაფ კონრშეტევებზე ააგო სტრატეგია. 35-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი შეტევისას კი ლოზანომ გოლი გაიტანა. ბუნდესგუნდსაც ჰქონდა 2 მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი აცტეკთა გუნდმა 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და გერმანელთა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შეტევის ხაზის გასაძლიერებლად მე-60 წუთზე ჰედირას ნაცვლად შეცვლაზე როისი შეუშვა. ამის შემდეგ ფაქტიურად ცალკარა თამაში წავიდა. 79-ე წუთზე პლატენჰარდტის გომეშმა შეცვალა და იოგის გუნდი ვა-ბანკზე წავიდა, მაგრამ ვერას გახდა და დამარცხდა.
მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011მაყურებელი
გერმანია - მექსიკა 0:1
გოლი: 0:1 ლოზანო (35)
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, პლატენჰარდტი (გომეში 79), კიმიჰი, იოზილი, ჰედირა (როისი 60), კროოსი, დრაქსლერი, მიულერი, ვერნერი (ბრანდტი 86)
მექსიკა: ოჩოა, აიალა, მორენო, ლაიუნი, სალსედო, კუარდადო (მარკესი 74), ერერა, ჯალარდო, ველა (ალვარესი 58), ჩიჩარიტო, ლოზანო (ხიმენესი 66)