ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

AutoSharing Option
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტი გერმანელი საფეხბურთო ფანი, გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართული ევრო 2024-ის მატჩის გადათამაშებას ითხოვს.

მასპინძლებმა ესპანელებთან 1:2 წააგეს და ტურნირს 1/4-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშნენ. თუმცა, აღნიშნული მატჩის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც გერმანელ ფანებს შეხვედრის ხელახლა ჩატარება სურთ.

ამ მიზნით, გერმანიაში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელი 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორების მიხედვით, ტეილორმა შეხვედრაში ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთი ეპიზოდი გახლდათ: არდანიშნული პენალტი კუკურელიას ხელით თამაშის
დროს.

რასაკვირველია, თამაშის ხელახლა ჩატარება გამორიცხული გახლავთ. ხოლო რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სადავო მომენტს, ამ საკითხზე განმარტება უკვე გაკეთდა - ტურნირის დაწყების წინ უეფამ საფეხბურთო წესებში ცვლილებები შეიტანა და ერთ-ერთი მათგანი პენალტს შეეხებოდა: თუ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მაშინ ხვდება, როცა ხელი სხეულს უკან არის და თან დახრილ მდგომარეობაშია, 11-მეტრიანი დარტყმა არ ინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ვინც დამრტყმელს(N10) პასი მისცა ,,თამაშგარეში" იყო. იმიტომაც არ გადაიხედა. გოლი, რომ გასულიყო არ ჩაითვლებოდა.
მერო
13:50 09-07-2024
0
ტონი კროოსი რომ პირველ ტაიმში გაეგდოთ უხეშობისთვის იქნებ ისიც მოითხოვოს ვინმემ, პედრი ერთ თვეს ვერ ითამაშებს მაგის გამო... ვის უნახავს ფეხბურთი მსაჯის შეცდომების გარეშე...
პაატა
08:59 09-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული