უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

გერმანიის ფეხბურთის კავშირი იოახიმ ლიოვის გადაყენებას არ აპირებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან დამარცხების და ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა რაინხარ გრინდელმა გააკეთა.

"ჩვენი დელეგაცია ძალიან დამწუხრებულია. ამ პრობლემის ანალიზი ჩემი საქმე არაა. ამისთვის სპორტული მენეჯმენტი გვყავს. მათ უნდა აგვიხსნან მიზეზები, რის შემდეგაც გამოვიტანთ დასკვნებს.

ჯერ კიდევ ტურნირის წინ გავუგრძელეთ ლიოვს კონტრაქტი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამას იმსახურებდა. გადამწყვეტი როლი ამაში არა წინა მუნდიალის მოგებამ, არამედ კონფედერაციათა თასზე წარმატებულმა ასპარეზობამ ითამაშა. ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით და ამ აზრზე ვრჩები".