უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

დიმიტრი ჩერიშევი: ესპანეთს დავამარცხებთ და 1/4-ფინალში რუსეთი გავა, რადგან...

AutoSharing Option
ყოფილი რუსი ფეხბურთელის, დიმიტრი ჩერიშევის თქმით, მისი ქვეყნის ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს და 1/4-ფინალში გააღწევს.

დიმიტრი რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშის, დენის ჩერიშევის მამაა.

"ვფიქრობ, 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრები გავა, რადგან ესპანელები კრიზისში არიან. რა თქმა უნდა, ასევე დიდი ფაქტორი ისაა, რომ თამაშებს საშინაო მოედანზე ვატარებთ.

ესპანელებმა მთავარი მწვრთნელი 2 დღით ადრე შეცვალეს და შეუძლებელია ამან გუნდზე არ იმოქმედოს. ამ ფაქტის შემდეგ ისინი შედარებით სუსტად ასპარეზობენ", - აღნიშნა ჩერიშევმა.

რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება პირველ ივლისს, მოსკოვში გაიმართება.

altვინ არის სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელსაც

"გენერალს" უწოდებენ და მუნდიალზე მინიმუმ 1/2-ფინალში გასვლა სურს

ასევე დაგაინტერესებთ