გავის გარეშე - ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატისთვის, 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტურნირს ტრავმის გამო "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი გამოტოვებს.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).

მცველები: კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), აიმერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), ლე ნორმანდი (სოსიედადი), ნაჩო (რეალი), ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), გრიმალდო (ლევერკუზენი), კუკურელია (ჩელსი).

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), ზუბიმენდი (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო (სოსიედადი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), ალეის გარსია (ჟირონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი),
ფერმინ ლოპესი (ბარსელონა).

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), ხოსელუ მატო (რეალი), ოიარსაბალი (სოსიედადი), დანი ოლმო (ლაიფციგი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ლამინე იამალი (ბარსელონა) და აიოზე პერესი (ბეტისი).

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიას, ალბანეთსა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხესუს ნავასი მცველი როდიდან გახდა ვეღარ გავიგე, 20 წელია მაგის თამაშს ვუყურებ და დაცვაში არ მინახია
მეგრელი
21:49 27-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული