უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ედინსონ კავანის ტრავმა სერიოზული არაა

AutoSharing Option
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ თავდამსხმელ ედინსონ კავანის მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ფეხბურთელი ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მეთოდით გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დასიებული და კუნთის ქსოვილი დაზიანებული არაა.

კავანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყებს ვარჯიშს.

მან ტრავმა პორტუგალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში მიიღო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

6 ივლისს ურუგვაის ნაკრები მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ