ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასაქმებული მსაჯები გააკრიტიკა.
"ორი მსაჯი, რომლებმაც ურუგვაის წინააღმდეგ სერიოზული შეცდომა დაუშვეს, მუნდიალზე ვეღარ იმუშავებს. მსგავსი სკანდალები სხვა ჯგუფებშიც მოხდა. ვიღაცამ რონალდოს გვერდით დაახველა და იმწამსვე პენალტი დადეს" - აცხადებს იგნასიო ალონსო.
სავარაუდოდ, პრეზიდენტი პორტუგალიისა და განას (3:2) მატჩს გულისხმობდა, რომელიც პირველ ტურში შედგა, შეგახსენებთ, რონალდომ აფრიკულ გუნდთან პენალტი მოიპოვა და გოლადაც გარდასახა.
რაც შეეხება კრიტიკის მიზეზს, მე-3 ტურში ედინსონ კავანის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, არადა, საკამათო ეპიზოდი იყო, ვინ იცის შეიძლება
ურუგვაის თერთმეტმეტრიანი გაეტანა და პლეი-ოფის საგზურიც მოეპოვებინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით