"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა თავის ოჯახს, თანაგუნდელებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასსა და სამპაოლის შორის კონფლიქტია და აგუერომ ის პოსტში ამიტომაც არ ახსენა.
"მოვიდა დრო, ჩემს ვაჟიშვილს, ოჯახსა და მეგობრებს მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები ყოველდღიურად გვერდით მედგნენ და მაძლიერებდნენ.
ყველას მადლობას გიხდით, ვინც ჩვენ საგულშემატკივროდ რუსეთში ჩამოხვედით, ანდაც მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან გვქომაგობდით.
მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესონი არიან და
მადლობა ექიმებს, ფიზიოს და ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიქნებით ერთად. არგენტინა, მიყვარხარ", - წერს აგუერო.
აგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს
არგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება
ვინ წვრთნის არგენტინის ნაკრებს? სერხიო აგუეროს შემოსვლის ნებართვა ლიონელ მესიმ გასცა [VIDEO]