"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო

AutoSharing Option
28 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულმა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრიზს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი მოიგებდა, თუმცა მოულოდნელად "ოქროს ბურთის" გამარჯვებული "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი ერნანდესი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ქალაქელების" ყოფილმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ გააკეთა. მისი აზრით, ბრაზილიელმა "ოქროს ბურთი" იმიტომ ვერ მოიგო, რომ მოედანზე ზედმეტად ბევრს კამათობს.

"მოედანზე მისი ქცევები ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს. ეს ნორმალურია, რადგან ბრაზილიელები ცოტათი ამპარტავნები არიან. ისინი ცდილობენ გაჩვენონ, რომ შენზე უკეთესები არიან.
ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს, ვინისიუსის ქცევებზე კარგად დაფიქრდნენ.

უბრალოდ მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე? მისი სისწრაფე რომ მქონდეს, ყველას შოკში ჩავაგდებდი. ვინისიუსი იმდენად ნიჭიერია, რომ მოედანზე არასაფეხბურთო საქციელებით თავის წარმოჩენა არ სჭირდება", - განაცხადა აგუერომ Jijantes-თან ინტერვიუში.

alt"ისინი მზად არ არიან..." - ვინისიუსის პირველი კომენტარი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ

alt"როგორც ყოველთვის, "რეალი" აუცილებლად დაბრუნდება" - ვინისიუსი "ბარსელონასთან" 0:4 მარცხის შემდეგ

altარც ვინისიუსი, არც როდრი და არც მბაპე - მესიმ "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინის სხვანაირად არ შეუძლია, ფეხბურთს მხოლოდ თავის გამოსაჩენად ( საძაგელი კუთხით) თამაშობს, ინდა იჩხუბოს, იკამათოს, იკინკლაოს, იმაიმუნოს და იმამაძაღლოს, ამასთან, ყველა საკამათო სიტუაციაში საკუთარ პერსონას ჩაგრულად წარმოაჩენს, თუმცა თავადაც საკმაოდ ხშირად უხეშობს და ამისთვის ბოდიშს არავის უხდის... ერთი სიტყვით, თავი ჩე გევარა ჰგონია, მაგრამ ჭიჭე ვაშაძეობაზე მეტს ვერ ქაჩავს...
დდდ
15:45 30-10-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული