რუსეთში ცხელა და მსოფლიოს ჩემპიონატისას მწერები მომრავლდა, კოღოები და ბზიკები მწარედ იკბინებიან, ხოლო დღეს ნიჟნი ნოვგოროდში ურუგვაისთან ჩატარებული მატჩისას დიდი ზომის ჭრიჭინა საფრანგეთის ნაკრების მეკარეს, უგო ლორისს პირში შეუფრინდა და კინაღამ გადაყლაპა.
მან ურუგვაელი მარტინ კასერესის დარტყმულ ბურთზე კიდევ უფრო სწრაფად მოახერხა რეაგირება და ჭრიჭინა გადააფურთხა.