უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხებული ხორვატიის ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი ვერ იყო ხასიათზე და ეს არც დაუმალავს.

"ოდნავ გამომიკეთა თუ არა ხასიათი იმან, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს? არა, რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ხომ დავმარცხდით.

შეიძლება ითქვას, დღეს ჩემს გუნდს არ გაუმართლა. ჩვენ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ უკეთესი გუნდები ყოველთვის არ იმარჯვებენ.

მეორე გაშვებული გოლი მატჩში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. გაგვიკვირდა, როდესაც არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვა მოისურვა. საერთოდაც, გაოგნებულნი ვ
ართ მისი მსაჯობით. ჩემის აზრით, პირველი გოლის წინ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჯარიმა დანიშნა. გავათანაბრეთ ანგარიში და მერე პენალტი დადო. ეს ყოველთვის კლავს გუნდს. კემბექს ყოველთვის ვერ მოახერხებ".

altფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება