ახალი კონტრაქტი მოდრიჩს - "რეალს" ლუკას შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
Marca-ს ცნობით, "რეალი" გუნდის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 38 წლის ვარსკვლავს მადრიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბმა" ვეტერან ხორვატს კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში შესვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ლუკას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სურს თამაში.

მოდრიჩმა მიმდინარე ლა ლიგაში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ პერესს! აი დაფასებაც ამას ქვია! აბა დამპალ ლაპორტას კი არ გავს, ლეო მესი, რო ვერ შეინარჩუნა?
ლაშა
16:17 14-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული