სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
არ იყო ეს თამაში წასაგები ნამდვილად, ქვილითაიას ადგილას სხვა თავდამსხმელი მინიმუმ 2 ბურთს გაიტანდა, არ იმდახურებს ძირითადში ადგილს, ჯერ პირისპირ რომ გავიდა ისე გარბოდა შთაბეჭდილება შეგექმნებოდა თითქოს ვერ მიაღწევს კარებამდეო და ეს მხოლოდ პირველ 15 წუთში!!! შემდეგ კვარას შეუშალა გარღვევაზე გასვლა, იმის მაგივრად რომ მარჯვნივ ემოძრავა და მცველი გაეყოლებინა პირიქით მისკენ წავიდა. ამის მერე იყო ბერიძის გარღვევა და მშვენიერი გამჭოლი გადაცემა იქაც ვერ მიხვდა სად გაკეთდებოდა პასი, თავით დარტყმები ხომ სულაც სასწაული იყო, აშკარად უჭირს სწორი პოზიციის შერჩევა, თვალნათლივ ჩანს რატომაც გაუშვა გენტმა და გასაგებია რა დონისაა კვიპროსის ჩემპიონატი.აბურჯანია და კვეკვესკირიც აშკარად არ არიან სათანადო დონეზე.
მამუკა
26 მარტი 2021 06:40
0
კარგია.იბრძოლეს.აბა რა გვინდა სამი დღის გუნდმა შვედეთი დაამარცხოს.მე მომეწონა წავაგეთ მაგრამ ასე თუ გააგრძელეს შედეგი იქნება.მეორე ტაიმი პრესინგი ითამაშეს.რაც კარგია ბურთი წავართვით.მიქაუტძე ძირითადში რომელმაც შორიდან კარში დაარტყა რომ არა მცველის ფეხი გოლი იყო.დაგვემატება ჩაკვეტაძეც და მერე ნახეთახალ მწვრთნელს მადლობა.ეს კაცი ნახეთ რა გუნდს გააკეთებს.ჩემი კომენტარი დაიმახსოვრეთ.
რამაზი
26 მარტი 2021 05:36
10
ყველაფერში გეტანხმები მეგობარო!ამ ბოლო წლებში ჩატარებული მატჩებიდან პირველად დავინახე მოძრავი გუნდი.რამოდენიმე გრძელი გააზრებული გადაცემა.2 ვარჯიშით მომზადებულ გუნდს რა უნდა მოსტხოვო მეტი - არ მესმის.ლამის მოედანზე გაიცნეს ფეხბურთელებმა ერთმანეთი და სრულ ჰარმონიას რა პირით ითხოვენ-გაუგებარია.კვირასაც დაიწყებენ ქილიკობას-როგორ წააგესო.6 წელი ვაისის ნაცოდვილარს მშვიდად მოცქირლებმა 2 დღეში მოინდომეს მსოფლიოს წამყვანი ნაკრებების დამარცხება.ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს და ამაში მწვრთნელის მაღალი პროფესიონალიზმის როლი გადამწყვეტი თუ არა-უმთავრესი იქნება.მაქსიმალიტებოსაც აქვს ზომიერების საზღვრები.სიტყვა ,,ოცნება'' დასაგმობი რამ გაგვიხდა.კონკრეტული საქმეებითა,სწორი ანალიზითა და მიუკერძოებელი მიდგომებით ერთობლივად გამარჯვების იმედი მეც ჩამესახა გუშინ.
giorgi janikashvili
26 მარტი 2021 11:43
0
მგონი ცოტა გიჟია ეს :))
me ar var Roboti
26 მარტი 2021 04:41
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული