უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"მენატრება, ჩვენ ყველას გვენატრება..." - პოგბა ნაკრების ცუდ თამაშზე საუბრობს

AutoSharing Option
ევრო 2020-ზე განცდილი ფრანგული იმედგაცრუება 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო შეხვედრებშიც გრძელდება. ბოსნიასთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, 3 დღეში "მამლები" უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა ზუსტად იმავე ანგარიშით დაასრულა. Les Bleus-სთან პოლ პოგბამ გუნდში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ერთ-ერთი ფუძემდებელია, განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარააა.

"მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, დიდი დრო გავიდა. მენატრება, ჩვენ ყველას გვენატრება" - განაცხადა პოლმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ
ვართ. ყველაფერი უნდა შეიცვალოს, უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი ასე გამოვა".

ამ თემაზე ისაუბრა "მამლების" კაპიტანმა უგო ლორისმაც:

"2018 წელს რუსეთში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის ეიფორიამ გადაიარა. გუნდის სათამაშო დონე მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია".

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში ასპარეზობს, 5 ტურის შემდეგ კი 9 ქულით ლიდერია.

მე-6 ტურის მატჩს დღეს, 7 სექტემბერს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით