ოფიციალურად: ტენ ჰაგი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის

AutoSharing Option
ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანკუნიანელების" ხელმძღვანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დიდწილად იმის გამო მიიღეს, რომ ტენ ჰაგი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორებიც ალეხანდრო გარნაჩო და კობი მეინუ არიან, მაქსიმალურად განავითარებს.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და ინგლისის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული