
მსოფლიო ჩემპიონატისთვის სენეგალის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. აფრიკული გუნდის შემადგენლობაში ტრავმირებული სადიო მანე მოხვდა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად დაიწერა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი კატარი 2022-ს გამოტოვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მინიმალური შანსი მაინც არსებობს თამაშის.

მანეს გარდა, შემადგენლობაში მოხვდნენ ვარსკვლავები, როგორებიც არიან ედუარდ მენდი და კალიდუ კულიბალი (ორივე "ჩელსი").